გელა ხასაიას ყველა დაჭერის შემდეგ, გალში, მის ოჯახთან მიდიოდა აფხაზეთის ე.წ. პოლიცია და აფრთხილებდა - ჯაფარიძე

30.12.25 22:29
გელა ხასაიას ყველა დაჭერის შემდეგ, გალში, მის ოჯახთან მიდიოდა აფხაზეთის ე.წ. პოლიცია და აფრთხილებდა - ჯაფარიძე

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ზურა გირჩი ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში“ გელა ხასაიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მის მაგალითზე კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რომ “ოცნება“ რუსული რეჟიმია და ისინი და ე.წ. აფხაზური პოლიცია სინქრონში მოქმედებენ.

ჯაფარიძის თქმით, “გელა ხასაიას ყველა დაჭერის შემდეგ, გალში, მის ოჯახთან მიდიოდა აფხაზეთის ე.წ. პოლიცია და ეუბნებოდა, რომ გელა გაჩერდეს იქო.“

გელაზე ბევრმა არ იცის, მაგრამ თუ ვინმეს აინტერესებს, არიან თუ არა ესენი რუსული რეჟიმი, ერთ-ერთი ჩემი არგუმენტი ხშირად ეგ არის ხოლმე, რომ გელას რამდენჯერაც დაიჭერდნენ თბილისში, მეორე დღეს, გელას ოჯახს გალში ადგებოდა აფხაზეთის ე.წ. პოლიცია და ეუბნებოდა, რომ გელა გაჩერდეს იქო, ანუ სრულ სინქრონში არიან ესენი აქ და ისინი იქ. რაში აინტერესებს ე.წ. აფხაზურ პოლიციას , რას აკეთებს გელა თბილისში. გელას დაჭერას აქვს მიზეზები - ერთი ის, რომ ის იშვიათად წესიერი ადამიანი, მეორე კი მისი ძირითადი საქმიანობა ქველმოქმედება, უცბად შეიძლება ვიღაც შეხვედროდა, დაენახა რომ უჭირს და დაიწყებდა ფულის შეგროვებას. ამას აკეთებდა სულ, მას პოლიტიკოსობა ნაკლებად აინტერესებდა  და მესამე - მას აქვს ძალიან მძაფრი ადამიანობის განცდა, ვერ ეგუება ბევრ რამეს და ამის გამო სულ ეკამათებოდა ფორმიანებს - განაცხადა ჯაფარიძემ.