პასპორტი და პირადობა ჩამომართვეს, მაგრამ ოღონდ ქვეყნიდან წავიდე და ვგრძნობ, პრობლემას არ შემიქმნიან - ჯაფარიძე

30.12.25 23:02
პასპორტი და პირადობა ჩამომართვეს, მაგრამ ოღონდ ქვეყნიდან წავიდე და ვგრძნობ, პრობლემას არ შემიქმნიან - ჯაფარიძე

“გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, რომ მას პასპორტი და პირადობა ჩამორთმეული აქვს, თუმცა, ზუსტად იცის, რომ ქვეყნიდან წასვლა და სიტუაციიდან თავის გარიდება თუ გადაწყვიტა პრობელმას არ შეუქმნიან, ოღონდ ქვეყანა დატოვოს.

მისი თქმით, ყველა პოლიტიკოსს, რომელიც დაჭერილი იყო, ან ისევ არის, ამ დაჭერებით მიანიშნეს, რომ ან უნდა გაჩერდნენ, ან კი ქვეყნიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ექმურებათ. 

რეალურად გვითხრეს ის, რომ ან უნდა გავჩუმდეთ და გავჩერდეთ, ან ქვეყნიდან უნდა წავიდეთ და მაგ შემთხვევაში არანაირი 7 და 15 წელი არ იქნება. თუმცა, თუ არ გავჩერდებით და არც ქვეყნიდან არ წავალთ, 7-დან 15 წლამდე გვემუქრება. გაგვასინჯეს, რა არის ციხე, ახლა კი გვასინჯებენ, რა კარგია თავისუფლება. ჩემ შემთხვევაში ძალიან იგრძნობა, პასპორტი ჩამომართვეს, პირადობა ჩამომართვეს, მაგრამ ვგრძნობ, რომ თითქოს მეუბნებიან, ეს კი ჩამოგართვით, მაგრამ თუ დაგჭირდა, იცოდე , რომ პრობლემას არ შეგიქმნით. ანუ თუ წახვალ ქვეყნიდან და დაიქნევ ხელს, მაგ შემთხვევაში, პრობლემას არ შეგიქმნითო,- განაცხადა ჯაფარიძემ.