საკვები პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით კობახიძის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა

31.12.25 10:27
საკვები პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით კობახიძის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა

სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას კობახიძის სამსახური ავრცელებს. 

კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. შესაბამისი განკარგულება "ქართული ოცნების" მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა.

როგორც "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, კომისიის შემადგენლობაში შესაბამისი დარგის მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაცია და კონკურენციის სააგენტო იქნებიან.

პრემიერ-მინისტრმა ძალიან ვრცლად ისაუბრა სასურსათო პროდუქციის ფასნამატებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ საკითხს ესაჭიროება უფრო სიღრმისეული შესწავლა, ვინაიდან ხშირად ფასნამატები არ ექვემდებარება არანაირ ლოგიკას და შესაბამისად, ეს აისახება მომხმარებელზე. სამთავრობო კომისია ამ პროცესის უკეთესი კოორდინაციისთვის შეიქმნა," -  განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.