თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია რუსეთის მოქალაქეებს "მკაცრად ურჩევს", საქართველოში ვიზიტამდე "შესაძლო რისკები აწონ-დაწონონ"

31.12.25 10:36
თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია რუსეთის მოქალაქეებს "მკაცრად ურჩევს", საქართველოში ვიზიტამდე "შესაძლო რისკები აწონ-დაწონონ"

თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია რუსეთის მოქალაქეებს "მკაცრად ურჩევს", რომ საქართველოში ვიზიტამდე "ყველა გარემოება და შესაძლო რისკები ყურადღებით აწონ-დაწონონ".

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევებმა იმატა რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა მოქალაქეებისთვის.

ბოლო დროს საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევებმა იმატა რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა პასპორტებში დაბადების ადგილად მითითებულია უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთი, ყირიმი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები.

არსებულ ვითარებაში, როდესაც საქართველოს სასაზღვრო ორგანოების ქმედებებს საქართველოში დასასვენებლად რუსეთის მოქალაქეების გეგმებში გაურკვევლობის ელემენტი შეაქვს, იქ გამგზავრების მსურველ ჩვენს მოქალაქეებს მკაცრად ვურჩევთ, რომ ყველა გარემოება და შესაძლო რისკი ყურადღებით აწონ-დაწონონ," - წერია განცხადებაში.