ევა შაშიაშვილი შესაძლოა, 5 000 ლარიანი არასაპატიმრო გირაოთი გათავისუფლდეს

31.12.25 15:09
ევა შაშიაშვილი შესაძლოა, 5 000 ლარიანი არასაპატიმრო გირაოთი გათავისუფლდეს

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ონკოპაციენტი, ევა შაშიაშვილი შესაძლოა, 5 000 ლარიანი არასაპატიმრო გირაოთი გათავისუფლდეს.

პროკურატურას ჯერ განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ეს ინფორმაცია აქვს დაკავებული ქალის ადვოკატს, მაია ხაჭაპურიძეს. 

სასამართლო რა გადაწყვეტილებას გამოიტანს, ჯერ-ჯერობით არ ვიცით.  ფაქტია, რომ ბრალდების მხარე შესულია გირაოს მოთხოვნით. მეც ანალოგიურად, გირაოს შუამდგომლობით ვარ შესული.  არასაპატიმრო გირაო მოვითხოვე მე. სავარაუდოდ, როგორც ვიცი, პროკურატურა მოითხოვს 5000 ლარიან გირაოს"- თქვა ადვოკატმა. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა სასამართლოს ევა შაშიაშვილის მიმართ პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. 

პროცესი 15:30 საათზეა ჩანიშნული. 

  • შეგახსენებთ, რომ ევა შაშიაშვილის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.