რატომ არ ჩანს ივანიშვილი - "ახალი სტრატეგიით აპირებს გამოჩენას"

31.12.25 15:55
რატომ არ ჩანს ივანიშვილი - "ახალი სტრატეგიით აპირებს გამოჩენას"

"ქართული ოცნების" ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს" - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ანი მიროტაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელი ამ პასუხისმგებლობებს ვერ გაექცევა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის დუმილი შესაძლოა უკავშირდება იმასაც, რომ "ის უკვე ახალი სტრატეგიით აპირებს გამოჩენას".

პოლიტიკოსის თქმით ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს გამოჩენა და კითხვებზე პასუხის გაცემა. 

პასუხისმგებლობა "ქართული ოცნების" ქმედებებზე და ზოგადად ამ ხელისუფლების მიერ ჩადენილ ქმედებებზე, როგორც დადებითზე, ისე უარყოფითზე თუ არის, ბუნებრივია, ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და ის ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, მან ეს იცის. 

არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლა მშვიდად არის ბიძინა ივანიშვილი, ახლა უფრო მეტად მგონია, რომ არ არის მშვიდად და ასევე მგონია, რომ ალბათ ის ფიქრობს უკვე რაღაც ახალი სქემის შემოტანაზე. მე არ ვიცი რა შეიძლება იყოს ეს, მაგრამ ფაქტია მისი დუმილი შესაძლოა უკავშირდება იმასაც, რომ ის უკვე ახალი სტრატეგიით აპირებს გამოჩენას. 

მას აუცილებლად მოუწევს გამოჩენა და კითხვებზე პასუხის გაცემა," - ამბობს ანი მიროტაძე.