კალაძემ დაადასტურა, რომ საახალწლო კონცერტი წინასწარ ჩაწერეს
კახა კალაძემ დაადასტურა, რომ საახალწლო კონცერტი წინასწარ ჩაწერეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
კალაძემ აღნიშნა, რომ "ასე იქცევა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, თავიდან აარიდოს ადამიანებს ბულინგი და შეურაცხყოფა".
საახალწლო გალაკონცერტი წელს სატელევიზიო ფორმატის იქნება და მაყურებელი მას დღეს ღამით იხილავს. გალაკონცერტი ერთი მხრივ, არის საჩუქარი მოსახლეობისთვის, მეორე მხრივ კი, ეს არის ხელშეწყობა და დახმარება ქართველი მუსიკოსებისთვის, მომღერლებისთვის. ვფიქრობ, ზედმეტია ახსნა-განმარტება თუ რატომ იმართება სატელევიზიო ფორმატით. ამ საზეიმო წუთებში არ გადაგღლით მძიმე თემებით, ვიტყვი მხოლოდ ერთს - ასე იქცევა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, თავიდან აარიდოს ადამიანებს ბულინგი და შეურაცხყოფა, რაც არაერთხელ ვიხილეთ თუნდაც იგივე მუსიკოსების მისამართით," - განაცხადა კალაძემ. (შიფრი: "ინტერპრესნიუსი")