ევა შაშიაშვილი 5 000 ლარიანი არასაპატიმრო გირაოთი გაათავისუფლეს

31.12.25 16:10
ევა შაშიაშვილი 5 000 ლარიანი არასაპატიმრო გირაოთი გაათავისუფლეს

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ონკოპაციენტი, ევა შაშიაშვილი, 5 000 ლარიანი არასაპატიმრო გირაოთი გათავისუფლეს. 

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. ევა შაშიაშვილი რუსთავის ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას უახლოეს წუთებში დატოვებს.

შაშიაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მას შემდეგ მიმართა, რაც დაცვის მხარემ ბრალდებულის ჯანმრთელობის შესახებ დამატებითი დოკუმენტაცია წარუდგინა.

  • შეგახსენებთ, რომ ევა შაშიაშვილის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.