სკანდალური განცხადება ციხესთან - შაშიაშვილისგან ზოდელავას და ბურჭულაძის წინააღმდეგ ჩვენებას ითხოვდნენ?!
3 თვიანი პატიმრობის შემდეგ ევა შაშიაშვილი თავისუფალია. ციხიდან სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ქალი საზოგადოების პროტესტის და აქციების შემდეგ გაათავისუფლებს. ქალი ამბობს, რომ ციხეში ევა შაშიაშვილი ზეწოლის მსხვერპლი იყო. სთხოვდნენ, მიეცა ჩვენება, რომ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის დავალება პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ მისცეს და მას ჰქონდა პირადი მიმოწერა აქციის ორგანიზატორებთან.
დაიწყება თუ არა სკანდალური მხილების შემდეგ ევა შაშიაშვილის საქმეზე დამატებითი გამოძიება ეს ახლა მთავარი კითხვაა.
შაშიაშვილის თქმით, აიძულებდნენ, ეთქვა, თითქოს პროტესტში მონაწილეობის გამო ფულიც აიღო. ევა შაშიაშვილი დღეს 5000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს, თუმცა მანამდე პროკურატურამ მას დანაშაულის აღიარება მოსთხოვა. ონკო პაციენტს, რომელსაც მძიმე ავადმყოფი შვილი ჰყავს, ციხის დატოვების სხვა შანსი უბრალოდ არ ჰქონდა.
გირაოს გადასახდელი თანხა ევა შანშიაშვილს მოქალაქეებმა შეუგროვეს, რამდენიმე საათში საჭიროზე მეტი თანხა ჩაირიცხა.