პაატა ბურჭულაძე: სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე, სამშობლოს სიყვარული კი ღალატზე

31.12.25 18:57
პაატა ბურჭულაძე: სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე, სამშობლოს სიყვარული კი ღალატზე

პაატა ბურჭულაძის საახალწლო მიმართვა ციხიდან - ბრალდებული მოსფლიო ბანი საზოგადოებას ეუბნება, რომ "სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე, სამშობლოს სიყვარული კი - ღალატზე".

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ბურჭულაძის წერილს მისი ადვოკატი მისსავე Facebook-ზე აქვეყნებს.

ძალა ერთობაშია! ბოლომდე! - წერს წერილში პაატა ბურჭულაძე. 

ახალი წლის დადგომა მინდა მივულოცო ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საამაყო მებრძოლებს, სინდისის პატიმრებს, პოლიტპატიმრებს, იმ ადამიანებს, ვინც რუსთაველზე ხვდება იმედით ახალი წლის ათვლას და სჯერა, რომ 2026 წელი საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლთათვის გამარჯვების მომტანი იქნება!
სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე, სამშობლოს სიყვარული კი - ღალატზე!
ძალა ერთობაშია! ბოლომდე!" - წერიაპაატა ბურჭულაძის გზავნილში.