სალომე ზურაბიშვილმა სინდისის პატიმრებს რუსთაველის გამზირიდან მიმართა
სალომე ზურაბიშვილმა სინდისის პატიმრებს რუსთაველის გამზირიდან მიმართა - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა "პირველებთან" თქვა, რომ პროევროპულ აქციაზე დაკავებული ადამიანების "თავისუფლება დღეს უფრო დიდი არის, ვიდრე ჩვენი".
ზურაბიშვილმა მათ მადლობა გადაუხადა ასეთი თავგანწირვისთვის.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს ცოტა ხნის წინ შეუერთდა და მათთან ერთად შეხვდა 2026 წლის დადგომას.
დღეს არის 2026 წლის პირველი დღე, რომელიც მოდის თავის უზარმაზარი იმედებით და თავისი დატვირთვით, რომ ჩვენ ვიცით, რომ პასუხსიმგებლობა ჩვენზეა. ისე არ მოდის თავისუფლება და მომავალი თუ ჩვენ არ ვართ მზად, დავთმოთ ყველაფერი იმისთვის, რომ დადგეს ისეთი საქართველო, რომელიც ჩვენ გვინდა, ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის და მომავლისთვის. და ამ საქართველოსთვის ვინც მზად არის და მე მგონია, რომ ძალიან დიდი უმრავლესობა მზად არის, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ხვალ დაინახოს სამართლიანი, თავისუფალი და ძლიერი საქართველო - ღირსეული საქართველო საქართველოში და ძლიერი საზღვარგარეთ, რომ დაანახოს თავი და დაანახოს თავი და გამართული იყოს ამას ვუსურვებს ყველას საზღვრების გარეთ და საზღვრების შიგნით.
სამწუხაროდ ჩვენი ძლიერი მოქალაქეები დღეს არიან ციხეში, მაგრამ მათი თავისუფლება დღეს უფრო დიდი არის, ვიდრე ჩვენი. მადლობა ყველას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.