გზავნილები საახალწლო მილოცვებიდან

01.01.26 20:02
გზავნილები საახალწლო მილოცვებიდან

ქვეყნის გაუჩინარებული არაფორმალური მმართველი საზოგადოებას ისევ კულისებიდან ელაპარაკება და წერლით მიმართავს. ბიძინა ივანიშვილი ხალხს კვლავ კონსპირაციის თეორიებით ელაპარაკება და არარსებულ მტერთან შეურიგებელი ომის პირობას დებს. 

ჭორვილაში გამაგრებული "ოცნების" დამფუძნებელი ქართულ საზოგადოებას ეუბნება, რომ უკან დახევას არ აპირებს. 

მაშინ როცა ივანიშვილი არარსებულ მტერთან ბრძოლის შემდეგ რაუნდს აანონსებდა, ირაკლი კობახიძე გასული წლის მიღწევებით ამაყობდა. წლის შემაჯამებელ მიმართვაში ივანიშვილის პრემიერი ქვეყანაში არსებულ უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისს ერთი სიტყვითაც არ ახსენებს. ის, რაც ქართული საზოგადოების უმრავლესობისთვის დასავლეთისგან ქვეყნის ჩამოშორება და დასავლური სამყაროსგან სრული იზოლაციაა, კობახიძისთვის დამოუკიდებლობის განტკიცებაა. 

მზად ვართ, რომ ეს რეჟიმი წავიდეს მშვიდობიანად, დაგვემშვიდობოს ისე, როგორც ეს წელი დაგვემშვიდობება - ეს უკვე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის წლის ბოლო და მთავარი სურვილია. რეალობა, რაც ქართული ოცნების ლიდერებმა ვიდეო მიმართვებსა და წერილებში დამალეს, წლის შეჯამებაში დეტალურად აღწერა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი 2026 წელს ოპტიმისტური მოლოდინებით ხვდება.

მეხუთე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ 2026 წელი საქართველოსთვის რადიკალური ცვლილებების წელი იქნება. მთავარი მიზანი ქართული ოცნების ძალაუფლებიდან ჩამოშორებაა. 

დეტალები ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში.