სრული იზოლაცია ინტეგრაციის ნაცვლად - ივანიშვილის გუნდმა წელიწადი საგარეო კრახით დაასრულა
უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის როუმინგის ზონას ოფიციალურად შეუერთდა. აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები როუმინგის ტარიფს აღარ გადაიხდიან და ევროკაშირის ზონაში უფასოდ შეძლებენ კომუნიკაციას. შეთანხმება ევროკავშირთან საქართველომაც გააფორმა, თუმცა “ოცნების“ საგარეო პოლიტიკის გამო, ამ პრივილეგიით საქართველოს მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ.
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზეა, მაშინ როდესაც უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდებიან. კობახიძეს წელს ბრიუსელში არც ერთი მაღალი დონის შეხვედრა არ ჰქონია, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის უვადო გაყინვით დაგვირგვინდა.
უკეთესი მდგომარეობა “ოცნებას“ არც შტატებთან აქვს. ივანიშვილის გუნდისთვის ყველაზე დიდი წარმატება ტრამპის მიერ ელჩისთვის ნაჩუქარი კეპია, როემლიც შტატებში ყველა მაღაზიაში იყიდებაა.
არადა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში “ოცნება“ ელოდა, რომ შტატებთან ურთიერთოვას დაალაგებდა, თუმცა, ისე არ მოხდა, როგორც ივანიშვილი ელოდა.
“ქართულმა“ ოცნებამ საგარეო პრიორიტეტები აშხაბადში ვიზიტით დააგვირგვინაა. იმ დროს, როცა ქვეყნის ბედი ბრიუსელში ევროკავშირთან ერთად უნდა გადაწყვეტილიყო, ივანიშვილის პრემიერი აშხაბადში პუტინთან ერთად ერთ მაგიდაზე წყვეტდა. ეს იყო მკაფიო სიგნალი იმისა, რომ ივანიშვილმა გეზი სრული სვლით მოსკოვისკენ აიღო.