საიდუმლო რეისები ირანში - იყენებს თუ არა რუსეთი ქართულ ცას ირანის ხელისუფლების დასახმარებლად

02.01.26 20:03
საიდუმლო რეისები ირანში - იყენებს თუ არა რუსეთი ქართულ ცას ირანის ხელისუფლების დასახმარებლად

საიდუმლო რეისები ირანში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით - იყენებს თუ არა რუსეთი ქართულ ცას ირანის ხელისუფლების დასახმარებლად.

რადარის ჩანაწერების გაშიფვრის შემდეგ დგინდება, რომ 29 დეკემბრის მონაცემებით, ქალაქ მინვოდის აეროპორტიდან, სატვირთო თვითმფრინავი სამ საათსა და 40 წუთზე აფრინდა და გეზი თეირანისაკენ აიღო. ამ დროს ირანში უკვე მასშტაბური ხალხმრავალი საპრიოტესტო აქციები იმართება. რადარის  ჩანაწერები აჩვენებს, რომ სატვირთო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა. ჯამში, საქართვლოს გავლით, ბოლო დღეების განმავლობაში 3 ავიარეისი შესრულდა. სამივემ რუსეთიდან ირანში ტვირთი ჩაიტანა.

ნებისმიერი საჰაერო ფრენა, რომელიც საქართველოს გავლით სრულდება საქართველოს საავიაციო ხელისუფლების თანხმობას მოიითხოვს. სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას, საჯარო სივრცეში გავრცელებული არაერთი  განცხადების მიუხედავად, არ  განუმარტავს, თუ იყო მისთვის ცნობილი, რა ტვირთი გადაჰქონდათ  საქართველოს გავლით რუსეთიდან ირანში.

“ოუფენ სოურს ინტელის“ ოფიციალური გვერდზე, ღია წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ 48 საათის განმავლობაში, ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, რუსეთიდან სულ მცირე 5, ილ 76-ის სატვირთო თვითმფრინავი გაფრინდა. გამოცემა ეჭვს გამოთქვამს, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ირანისათვის არადეკლარირებული ტვირთების მიწოდებას.

დღის ბოლოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაადასტურა, რომ რუსეთიდან ტვირთი საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით გადაიტანეს.

ისინი თავს იმართლებენ და აცხადებენ, რომ ფრენები როგორც რეგულარული სატვირთო რეისი ისე იყო შესრულებული და რუსეთს ცალკე ნებართვის აღება არ სჭირდებოდა.

ირანში დიდმა პროტესტმა ერთ კვირის წინ იფეთქა, ხალხი ქუჩაში ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი ვარდნის გამო გამოვიდა. Reuters- წერს რომ, საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა.  

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში