“ოცნება“ ახალ სკანდალში ეხვევა- ვინ არიან დეპუტატები, რომლებიც მოსკოვში მოლაპრაკებებისთვის ჩადიან
ვინ არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც მოსკოვში საიდუმლო შეხვედრებზე რუს დეპუტატებთან დადიან.
სკანდალში ივანიშვილის პარტია მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც რუსეთი დუმის დეპუტატის წამოცდენის შემდეგ გაირკვ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები ხშირად მოსკოვში იმყოფებიან.
რუსეთის დუმის დეპუტატი, ვიქტორ ვოდოლაცკი რუსულ მედიასთან მიცემული ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებთან მრავალი მიმართულებით შედგა კონტაქტი და ისინი რუსეთთან კეთილ მეზობლებს აღდგენისთვის მუშაობენ.
ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ეს არის აღიარება, როგორ ცდილობს “ქართული ოცნება“ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას.
მათი თქმით, ივანიშვილის გუნდმა უნდა ისაუბროს, ვინ არიან ის დეპუტატები, ვინც მოსკოვში ჩადიან და ყველა საჭირო კითხვას უნდა გასცეს პასუხი.