ერთი დღე ბრუკლინის ციხეში - როგორ დაკარგა დიქტატორმა ძალაუფლება 2 საათსა და 40 წუთში
ერთი დღე ბრუკლინის ციხის კედლებში - ცნობილია ვინ გაასამართლებს ვენესუელის უკვე ყოფილ პრეზიდენტს. მადუროს მომავალი ჩააბარეს მოსამართლეს, რომელიც ცნობილი გახდა 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული მასალების განხილვით და ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი კაცის - ჰარვი ვაინშტაინის საქმეზე მიღებული გამამტყუბელი განაჩენით.
ამერიკული მედია წერს, რომმ კარაკასიდან გატაცებულ დიქტატორს სასამართლოში ხვალ მიიყვანენ. განსასჯელის სკამზე მადუროს გვერდით იქნება ქალი, ვინც 13 წელი მისი პოლიტიკური მრჩეეველი იყო.
რეჟიმის დამხობას ზეიმობენ ვენესუელაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეები. ხალხმრავლობა იყო რამდენიმე საათის წინ ბრუკლინის იმ იზოლატორთანაც, სადაც მადუროა მოთავსებული. ემიგრანტებმა ნარკოტერორისტად გამოცხადებულ კაცს დაკავება სიმღერით მიულოცეს.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.