"ოცნება" მხოლოდ კუნთებს ათამაშებს" - რატომ არ უჩივლეს BBC-ის?

05.01.26 13:28
"ოცნება" მხოლოდ კუნთებს ათამაშებს" - რატომ არ უჩივლეს BBC-ის?

ქიმიური იარღის სკანდალიდან 1 თვე გავიდა, თუმცა "ქართულ ოცნებას" BBC-ის წინააღმდეგ დაანონსებული საჩივარი საერთაშორისო სასამართლოში ამ დრომდე არ შეუტანია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ საჩივარს ნული პერსპექტივა აქვს და სწორედ ამ მიზეზით დაიხია უკან ივანიშვილის გუნდმა. მისი თქმით, სავარაუდოა, რომ "ოცნებამ" მომიტინგეების წინააღდეგ ისეთი ქიმიური იარაღი ან ისეთი დოზით გამოიყენა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებში არ ჯდება და ამიტომ, ივანიშვილის პატიას ამის გამხელა არ სურს. 

ეს უფრო კუნთების თამაშს ჰგავს "ოცნების" მხრიდან, - ამბობს ონიანი "პირველებთან" ინტერვიუში. 

აქ მთავარია ის, რომ რა პერსპექტივა ექნება ამ საჩივარს და საერთოდ, რა ხდება? ფაქტია, რომ რაღაც დიდ შარშია "ოცნება", დიდ შარშია ხელისუფლება. მართლა ისეთი რამე გამოიყენეს, ან ისეთი დოზით გამოიყენეს, ან ისე გამოიყენეს, რომ ეს აშკარად ვერ ჯდება საერთაშორისო სტანდარტებში, მინიმუმ, რომ ვთქვათ, არის რისკი, რომ რაღაც უფრო უარესთანაც გვქონდეს საქმე. მაგრამ, აქ მთავარი არის ის, რომ BBC ასეთ გამოძიებებს არასდროს აკეთებს ან ყურმოკრულზე, ან ვიღაცამ რაღაც ჩასჩურჩულა. პერსპექტივა ამ ჩივილს ექნება ნულთან ახლოს თუ არა - ნული. ამიტომ, ეს უფრო კუნთების თამაშს ჰგავს "ოცნების" მხრიდან, თან ისეთი კუნთების, რომელიც მათ არ აქვთ, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.