სასახლის ღობის საქმე - დაკავებულების ეტაპირება ვერ განხორციელდა, ითხოვენ პროცესის გადადებას

05.01.26 14:09
სასახლის ღობის საქმე - დაკავებულების ეტაპირება ვერ განხორციელდა, ითხოვენ პროცესის გადადებას

სასახლის ღობის საქმე - სასამართლო სხდომას ბრალდებულები პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ერთვებიან. დაკავებულებიც და მათი ადვოკატების პროცესის გადადებას ითხოვენ.

როგორც მოსამართლე ტყეშელაშვილის განმარტებით, „საბადრაგო სამსახურის მიერ დაკავებულების ეტაპირება ვერ განხორციელდა“, მანამდე კი ადვოკატმა შოთა კახიძე დაინტერესდა, რატომ ერთვებიან ბრალდებულები დისტანციურად. 

„იმის გამო, რომ სახელმწიფომ ვერ განახორციელა ეტაპირება, მტკიცებულებების გამოკვლევის ნაწილში მათ ჩართულობის შესაძლებლობას ართმევთ“, - განაცხადა კახიძემ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ვლადიმერ გველესიანმაც პოზიცია დააფიქსირა.

„დისტანციურად დასწრების სურვილი არ მაქვს, ვითხოვ, დავესწრო ყველა პროცესს, დისტანციურად არ მინდა ჩართვა. ამ აზრზე ვართ ყველა“, - განაცხადა ვლადიმერ გველესიანმა.

  • ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.