"არ ვერევით სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში" - ლევან მაჭავარიანი მადუროს დაკავებაზე

05.01.26 17:15
"არ ვერევით სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში" - ლევან მაჭავარიანი მადუროს დაკავებაზე

"ჩვენ არასდროს არ ვერევით სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა და აშშ-ს მიერ ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავებას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნება" ყურადღებით აკვირდება ვენესუელაში განვითარებულ პროცესებს. ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სახელმწიფოებად აღიარება უკან უნდა წაიღოს. 

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რაც ვითარდება ვენესუელაში. ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გააკეთა. რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ ყველაფერი ისე დასრულდეს, როგორც ეს ვენესუელელი ხალხის ინტერესებში შედის, პირველ რიგში, ხოლო უშუალოდ ვენესუელისგან ჩვენ ვისურვებდით, რომ საბოლოო ჯამში ის, რაც მათ ჩაიდინეს თავის დროზე და დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ყველანაირი ნორმა და აღიარეს ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, ეს აღიარება რა თქმა უნდა, მათ უკან უნდა წაიღონ და ჩვენ ამას ველოდებით შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. 

ძალიან არასწორი იქნება ჩემი მხრიდან შეფასება აშშ-ს პოლიტიკის, ჩვენ არასდროს არ ვერევით სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. 

შეგახსენებთ, რომ კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დაააკავეს.