მადუროს დაკავება - მესიჯი დიქტატორებისთვის [შეფასებები თბილისში]

05.01.26 17:21
მადუროს დაკავება - მესიჯი დიქტატორებისთვის [შეფასებები თბილისში]

დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი შეერთებული შტატების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავებას ეხმიანება და ამბობს, რომ "ამერიკა მეტ-ნაკლებად ცივი ომის თამაშებში დაბრუნდა".

მისი თქმით, ვენესუელა და ნიკოლას მადურო საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების კუთხით პრობლემაა, თუმცა "არაღიარების კუთხით ჩვენთვის პრობლემა უნდა იყოს სირიაც", მაგრამ "ქართულ ოცნებას" სირიის ახალ ხელისუფლებასთან, აღიარების უკან წასაღებად, არაფერი გაუკეთებია. 

რუბიომაც თქვა, რომ არ გირჩევთ ამერიკის ამ პრეზიდენტთან თამაშს, თუმცა რა თამაშის წესები იქნება, ახალი წესები მაგას ვერ გეტყვით. ანუ, ფაქტია, რომ ამერიკა მეტ-ნაკლებად რაღაც ისეთ თამაშებში დაბრუნდა, ცივი ომის თამაშებში... მაინც და მაინც დიდად კარგს არაფერს არ ნიშნავს ["ქართული ოცნებისთვის"], ეგენი [ტრამპის] ადმინისტრაციასთან დიდად ვერ დალაგდნენ. მთელმა პროპაგანდამ დაიტირა მადურო და ვენესუელის სუვერენიტეტი და საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტი დიდად არ გახსენებია ამ ხალხს, ამავდროულად ბოჭორიშვილის განცხადება გაცილებით ნეიტრალური და აწონ-დაწონილი იყო. 

ჩვენთვის ვენესუელა და მადურო პრობლემაა არაღიარების კუთხით, მაგრამ არაღიარების კუთხით ჩვენთვის პრობლემა უნდა იყოს სირიაც და რა გავაკეთეთ სირიაში, ხომ შეიცვალა ხელისუფლება და რა გააკეთა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ სირიის ხელისუფლებას ეს აღიარება უკან წაეღო - არაფერი," - ამბობს ზურაბ ფარჯიანი. 

შეგახსენებთ, რომ კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დაააკავეს.