"მადურომ ვერ შეასწრო ბუნკერში და ვერ შეასწრებს ივანიშვილიც" - მიხეილ სააკაშვილი
"მადურომ ვერ შეასწრო ბუნკერში და ვერ შეასწრებს ივანიშვილიც" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს და შეერთებული შტატების მიერ ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავებას ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ ნიკოლას მადუროს ბიძინა ივანიშვილზე მეტი ფული ჰქონდა და ისიც 14 წელი იყო ხელისუფლებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, "არ არსებობს არცერთი პროცენტი შანსი, რომ ივანიშვილმა კიდევ დიდი ხანი შეინარჩუნოს ხელისუფლება".
მადუროს ჰქონდა უფრო მეტი ფული ვიდრე ივანიშვილს. მადურო მე-14 წელი იყო ხელისუფლებაში, ისევე როგორც ივანიშვილი. მადუროც იჭერდა ოპოზიციონერებს, ისევე როგორც ივანიშვილი.
მადუროც ასუსტებდა ოპოზიციას, როგორც ივანიშვილი. ოპოზიცია იქაც ძალიან დაქსაქსული იყო და სულ გამოდიოდა ქუჩაში.მადუროსაც ჰქონდა რკინის ბუნკერი, ისევე როგორც ივანიშვილს აქვს ძაბრის ფორმის რკინის ბუნკერი სოლოლაკის სასახლის ქვეშ. მადურომ ვერ შეასწრო ბუნკერში და ვერ შეასწრებს ივანიშვილიც.
არ არსებობს არცერთი პროცენტი შანსი, რომ ივანიშვილმა კიდევ დიდი ხანი შეინარჩუნოს ხელისუფლება. უბრალოდ საკითხი იმაშია, გადარჩება თუ არა საქართველო, სანამ ივანიშვილი ჯერ კიდევ თავზე აზის მას," - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დაააკავეს.