1 თვე BBC-ის გამოძიებიდან - რას მალავს "ქართული ოცნება"

05.01.26 20:38
1 თვე BBC-ის გამოძიებიდან - რას მალავს "ქართული ოცნება"

BBC-ის სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებიდან თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ივანიშვილის რეჟიმმა ბრიტანულ ტელეკომპანიას ისევ არ უჩივლა. არადა, ზუსტად ერთი თვის წინ, "ოცნება" BBC-ის ემუქრებოდა და "ოცნების" წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებდა. მოვისმინეთ, უამრავი ბრალდება და მუქარა, თუმცა, "ქართული ოცნება" სავარაუდოდ, არც სარჩელს ამზადებს და უფრო მეტიც, თემის მიჩქმალვას ცდილობს.

არადა, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ერთი თვე საკმარისი დროა იმისთვის, რომ ბრიტანული მაუწყებლის წინააღმდეგ ივანიშვილის გუნდს სარჩელი მოემზადებინა. როგორც ჩანს, "ქართულმა ოცნებამ" უკან დაიხია, რადგან იციან, რომ ობიექტური საერთაშორისო გამოძიების შემთხვევაში, სიმართლე დადგინდება, რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა "ოცნებამ" დემონსტრანტების წინააღმდეგ.

მამუკა მდინარაძის უწყების 5-დღიან ფასადურ გამოძიებას ნდობა არ აქვს. მეტიც, გამოძიებამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, არავის სჯერა, რომ ივანიშვილის სუს-ი მათივე დანაშაულს გამოიძიებდა, ამიტომ, ოპოზიცია საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოთხოვნით წერილები უკვე დააგზავნა.

ირაკლი კობახიძე ბრიტანულ მედიაგიგანტს არა მხოლოდ ემუქრებოდა, არამედ კირ სტარმერის მთავრობის ბოდიშსაც ელოდა. ვერც მუქარა აასრულეს და არც ბოდიში მიიღეს. დღესაც, "ქართულ ოცნების" რიგითებს არ აქვთ დამაჯერებელი პასუხი, რისი შეეშინდათ და რატომ გადაიფიქრეს ბრიტანულ სასამარლოში ჩივილი.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში