ანი ნადარეიშვილი ომბუდსმენს მიმართავს

06.01.26 10:37
ანი ნადარეიშვილი ომბუდსმენს მიმართავს

თავდცვის ექს-მინიტრის, ბაჩო ახალასიას ცოლმა, ანი ნადარეიშვილმა სახალხო დამცველს ოფიციალურად მიმართა და მასზე და მის ოჯახზე განხორციელებული მძიმე და სისტემური დარღვევების შესწავლა მოითხოვა. 

განცხადებაში ნადარეიშვილი საუბრობს სხვადასხვა სახის დარღვევებსა  და ძალის გადამეტებაზე, მათ შორის, სუს-ის ზეწოლასა და მუქარაზე, რათა დაკითხვაზე ბაჩო ახალაიას საკუთარი თავისა და მეგობრების წინააღმდეგ ჩვენება მიეცა.

ნადარეიშვილი ფიქრობს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას სათუოს ხდის ბაჩო ახალაიას სხდომის დახურვაც. 

დაკავებული ექს-მაღალჩინოსნის ოჯახისთვის აღნიშნული განცხადება სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის მცდელობაა. 

რა ნაბიჯების გადადგმას ითხოვს ბაჩო ახალაიას ცოლი: 

  1. დამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-13 მუხლების კონტექსტში შესწავლონ მის მიერ, განცხადებაში, მითითებული ფაქტები;
  2. შეაფასონ სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის სუს-ის ქმედებები;
  3. რეაგირება იქონიონ არასრულწლოვანის უფლებების უხეშ დარღვევაზე;
  4. დაკავებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის განმავლობაში ადვოკატთან წვდომის სრულ ბლოკირებაზე; ასევე შეისწავლონ იძულებითი ჩვენების, მუქარისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები და მოახდინოთ ამ ფაქტზე სათანადო რეაგირება;
  5. სახელმწიფო ორგანოებიდან მოიხოვონ ანა ნადარეიშვილის სამართლებრივი სტატუსის დაუყოვნებლივი და მკაფიო განსაზღვრა, ასევე მისი პროფესიული მოვალეობის შესრულების ხელშეშლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა; შეაფასონ სასამართლოს მიერ პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გადაწყვეტილება, საზოგადოების მაღალი ინტერესის პირობებში და დადგინდეს, რამდენად შეესაბამება აღნიშნული გადაწყვეტილება სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს;
  6. გასცენ საჯარო დასკვნა და რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა დარღვევის პრაქტიკის შეწყვეტაზე, არასრულწლოვანების დაცვის სტანდარტების უზრუნველყოფაზე, ადვოკატთა დამოუკიდებლობისა და პროფესიული უფლებების რეალურ დაცვაზე;
  7. უზრუნველყონ ანა ნადარეიშვილისა და მისი ოჯახის დაცვა შესაძლო შემდგომი ზეწოლისაგან, მათ შორის ფსიქოლოგიური ან ინსტიტუციური ანგარიშსწორებისაგან;
  8. მიაწოდონ წერილობითი, დასაბუთებული პასუხი კანონით დადგენილ ვადებში, თითოეულ ზემოაღნიშნულ საკითხზე;
  9. გაითვალისწინონ, რომ მათი რეაგირება ან რეაგირების არარსებობა გამოყენებული იქნება, როგორც მტკიცებულება შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებების ეფექტიანობის შეფასებისას საერთაშორისო მექანიზმების წინაშე, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში