ახალიას სახლში შესულმა გამომძიებლებმა არასრულწლოვანი ბავშვის დაბადების მოწმობა წაიღეს
ბაჩო ახალიას სახლში შესულმა გამომძიებლებმა თავდაცვსი ყოფილი მინისტრის არასრულწლოვანი შვილის დაბადების მოწმობა წაიღეს - როგორც "პირველებს" ანი ნადარეიშვილი ეუბნება, მოზარდის დოკუმენტი საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.
ბავშვის დოკუმენტაციას, მათ შორის დაბადების მოწმობას სახალხო დამცველი აპარატი ითხოვს - სწორედ ლევან იოსელიანის უწყებაში იმყოფება ანი ნადარეიშვილი, რომელმაც ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა დაიწყო.
- ანი ნადარეიშვილი მასზე და მის ოჯახზე განხორციელებული დარღვევების შესწავლას ითხოვს.
დღეს მოვედი იმიტომ, რომ მთხოვეს დამატებითი დოკუმენტაციის მოტანა, მათ შორის არასწრულწლოვანი ბავშვის დაბადების მოწმობის, რაც სამწუხაროდ არ მაქვს, რადგან, ავხსენი წერილში, რომ ჩხრეკის დროს ბავშვის დაბადების მოწმობაც წაღებული აქვთ. გუშინ ვიყავი მთავარ პროკურატურაში, მაგრამ იქ ჯერ მათთვის ახალი წელია, თავი საცივში აქვთ. არვიცი როგორი ბახუსი ექნებათ, რომ გამოფხიზლდებიან. მე ბევრი დრო არ მაქვს, ამიტომ 8 იანვრამდე ვერ მოვიცდიდი. ვცადე გუშინ პროკურატურაშიც მისვლა, სამწუხაროდ, იქ წერილი ვერ დავტოვე, თუმცა საჯარო წერილი მაქვს ჩემს სოც. ქსელში, სადაც მივმართავ მთავარ პროკურორს, ასევე ელექტორნულ ფოსტაზე მაქვს გაგზავნილი იგივე შინაარსის წერილი. პროკურატურასთან მაქვს მოთხოვნა, გამცენ პასუხი რომელი კანონის და მუხლის მიხედვით მეზღუდება ადვოკატობა", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო.
სახალხო დამცველი ელოდება დამატებით დოკუმენტაციას, რის წარდგენასაც ნადარეიშვილი დღეს ამ წუთებში აპირებს.
ანი ნადარეიშვილმა, სახალხო დამცველს 5 იანვარს მიმართა. ადვოკატი მასზე და მის ოჯახზე განხორციელებული დარღვევების შესწავლას ითხოვს.
ნადარეიშვილის განცხადებით, მისი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები ადამიანის უფლებათა კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებით დაცული უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევაა.