პაპუაშვილის თქმით, აშშ-ს საელჩოს განცხადებაში "ოცნება" არ იგულისხმებოდა
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ აშშ-ს საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებილი განცხადების ციტატაში "ოცნება" არ იგულისხმებოდა.
სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ეს "დეზინფორმაცია" იყო "ბრიუსელის მიერ დაფინანსებული მედიების მიერ გავრცელებული".
ჩრდილოვანად ევროპიდან დაფინანსებული მედიები დღეს ცილს სწამებენ აშშ-ს საელჩოს და ასეთ ინსინუაციებს იგონებენ. ეს არის თავდასხმა აშშ- საელჩოზე, როდესაც ასეთ ინსინუაციებს აკეთებთ, რომ თითქოს აშშ-ს საელჩო საქართველოს გულისხმობს იმ საკითხში, სადაც საერთოდ არ იგულისხმება. წერა კითხვის მინიმალური უნარებია საჭირო და კონტექსტის ცოდნა ამის გაგებას და მეორე, ეს ნიშანდობლივია. ეს გახლავთ ბრიუსელიდან დაფინანსებული მედიის თავდასხმა აშშ-ს საელჩოზე, რომ ცილი დასწამონ და ქართველი ხალხი განაწყონ აშშ-ს საელჩოს წინააღმდეგ. ეს არის ზუსტად ჩამოგდება ბოროტი განზრახვისა, - ამბობს პაპუაშვილი.
US Embassy Tbilisi აშშ-ის სახელმწიფო მდივანის მარკო რუბიოს განცხადებიდან ციტატას ავრცელებს.
ამერიკის საელჩო საქართველოში ყურადღებას ამახვილებს რუბიოს განცხადების იმ ნაწილზე სადაც ნათქვამია, რომ ამერიკა არ დაუშვებს მისსავე ნახევარსფეროში არსებობდეს ვენესუელას მსგავსი ქვეყანა.