ოზურგეთის მერია სტიქიით დაზარალებულებს ქირის თანხასაც არ ურიცხავს - წერილი რედაქციას

08.01.26 13:25
ოზურგეთის მერია სტიქიით დაზარალებულებს ქირის თანხასაც არ ურიცხავს - წერილი რედაქციას

გურიაში, სტიქიით დაზარალებულები "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ დაპირებულ დახმარებას ამ დრომდე ელოდებიან.

მოქალაქეების თქმით, მიუხედავად გამოყოფილი მილიონებისა, ამ დრომდე ასობით მოქალაქე დახმარების გარეშე, სხვის სახლებშია შეფარებული და უკიდურეს გაჭირვებაშია.

ნაწილი მათგანი, რომლებიც ქირით ყავდათ გაყვანილი ქირის თანხის მოლოდინშია. 

როგორც "პირველების" რედაქციას დაზარალებულები წერენ, ოზურგეთის მერია უკვე მეორე თვეა, ქირის თანხებსაც არ უხდით სტიქიით დაზარალებულებს და მათ ახლა ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ.

"არანაირი დახმარება არაა. ვარ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და სტიქიით დაზარალებული. ქირის 300 ლარსაც არ გვირიცხავენ, გვაწვალებენ. მარტო მე კი არა, რამდენიმე  ადამიანია ასე. 4 იანვარს იქნება დარიცხულიო და ახლაც არაა"- აცხადებს "პირველებთან" ნარგიზ ვაშაყმაძე.

 ამ თემაზე "პირველები" დიდი ხანია, ოზურგეთის მერიისგან კომენტარს ელოდება თუმცა უშედეგოდ.