საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო არკვევს, იყვნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები ტანკერზე, რომელიც აშშ-მ დააკავა

08.01.26 15:25
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო არკვევს, იყვნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები ტანკერზე, რომელიც აშშ-მ დააკავა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის მიხედცითაც "7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის „Marinera“ ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანია". 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო წერს, რომ ისინი ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას ახორციელებენ: 

ღია წყაროების მიხედვით, 2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის „Marinera“ ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფება 28 მეზღვაური, მათ შორის 6 – საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანია. ასევე, ეკიპაჟში  არიან 20 უკრაინის და 2 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტანკერი დაკავებული იქნა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამჟამად ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას.

მსგავსი სიახლეები