აღიარება საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ - რას სთავაზობს პროკურატურა სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულებს

08.01.26 20:12
აღიარება საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ - რას სთავაზობს პროკურატურა სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულებს

პროკურატურამ ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავა განცხადება ბრალის აღიარებად შეაფასა, მაშინ, როდესაც თავად ზოდელავა სასამართლოს სხდომაზე განმარტავდა, რომ მის ქმედებებში არ არსებობდა წინასწარი განზრახვა ან ჯგუფური ძალადობისკენ მოწოდება.

ზოდელავას თქმით, მისი განცხადება ეხებოდა მხოლოდ პროტესტის პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადატანას და არა ძალადობრივ ქმედებებს. მან ასევე აღნიშნა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლომ მსჯელობა შესაძლოა მხოლოდ პიკეტირების ეპიზოდზე განახორციელოს, ხოლო სხვა ბრალდებების განხილვას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

მიუხედავად ამისა, პროკურატურა ზოდელავას სხდომაზე გაკეთებულ განმარტებებს აღიარების ტოლფასად აფასებს. სახელმწიფო ბრალდება აცხადებს, რომ ამ საქმის ფარგლებში დაკავებულ პირებს საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ ბრალის აღიარებას სთავაზობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლია. საქმეში ჩადებულია მედიის მიერ გადაღებული კადრები, სადაც მხოლოდ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა ხელგადახვეულები ჩანან. მიუხედავად ამისა, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ისინი ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორები იყვნენ და ჯგუფთან ერთად ათონელის სასახლის დაკავებას ცდილობდნენ.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.