უმუშევრობის თვალსაზრისით, საქართველო არის "ლიდერი" მსოფლიოში - სამადაშვილი
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ "ოცნების" თავისმოწონება ეკონომიკური ზრდით სინამდვილეში საზოგადოების მოტყუებაა.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ჩვენი ქვეყანა არის "ლიდერი" მსოფლიოში უმუშევრობის თვალსაზრისით და ამას ადასტურებს "ფორბსის" კვლევაც.
უმუშევრობა ნიშნავს სიღარიბეს და როდესაც ამის პარალელურად ფასები იზრდება, ეს ნიშნავს მათ შორის შიმშილს- ამბობს სამადაშვილი.
მაშინ როდესაც საქართველსო არალეგიტიმური ხელისუფლება ქართველ ხალხს ატყუებს, რომ ამ ქვეყანას აქვს რაღაცა ეკონომიკური წარმატება, მოიგონა რაღაცა კომისიის შექმნა ფასების რეგულაციის მიზნით, რეალობა არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე სიღატაკე, უმუშევრობა და მაღალი ფასები არსი ერთადერთი რამის შედეგი და ეს არის ბიძინა ივანიშვილის წარმოებული პოლიტიკა და კიდევ ერთელ დადასტურდა, რომ უმუშევრობის თვალსაზრისით "ფორბსის" კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენი ქვეყანა არის "ლიდერი" დღეს მსოფლიოში - უმუშევრობა ნიშნავს სიღარიბეს და როდესაც ამის პარალელურად ფასები იზრდება, ეს ნიშნავს მათ შორის შიმშილს, მათ შორის ბევრი ქართულიოჯახისთვის", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიხედვით, უმუშევრობის დონით საქართველო 96 ქვეყანას შორის მე-11 ადგილზეა.
ქვეყნების მიხედვით სტატისტიკის მოგროვებაზე პირველ რიგში შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) მუშაობს, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შვილობილი უწყებაა. 2019 წლიდან ILO-მ უმუშევრობის დონის განსაზღვრის მეთოდოლოგიაში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა, დასაქმებულად ითვლებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც ხელფასს უხდიან ან თვითდასაქმებულები არიან და შემოსავალს იღებენ (19th ICLS). წინა, 2013 წლის კლასიფიკაციით (13th ICLS), საკუთარი მოხმარებისთვის მუშაობაც დასაქმებად ითვლებოდა. მაგალითად, თუ ადამიანს სოფელში, საკუთარი მოხმარებისთვის მოსავალი მოჰყავდა, დასაქმებულად ითვლებოდა, ახალი მეთოდოლოგიით აღარ ითვლება.
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 13.9% შეადგინა. უმუშევარი იყო 227 ათასი ადამიანი, რაც სამუშაო ძალის 1,630 ათასი ადამიანის 13.9%-ია. სწორედ ამ მაჩვენებლით იკავებს საქართველო მე-11 ადგილს მსოფლიოს 96 ქვეყანას შორის. ეს ნიშნავს, რომ უმუშევრობის დონე საქართველოზე ნაკლები მხოლოდ 10 ქვეყანაშია. მსოფლიოს ზოგიერთი ღარიბი ქვეყნისზე სტატისტიკა არ არის ხელმისაწვდომი. მათ ნაწილში, მაღალი ალბათობით, უმუშევრობის დონე საქართველოზე მაღალია.