პოლიციის შესყიდვები - ექსპერტები არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ

11.01.26 13:33
პოლიციის შესყიდვები - ექსპერტები არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ

დამატებით 300 სამკერდე კამერა პოლიციელებისთვის - შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას კორუფციის მკვლევარები აფასებენ. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ბესო დონაძე ამბობს, რომ საქმე შესაძლოა, არამიზნობრივ ხარჯვებთან გვაქვს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო რასაც ყიდულობს, ხელფასსაც რომ იღებს, ავტომობილებსაც რომ ყდულობს და ა.შ. ყველა ყველა საჭირო ინვენტარს რომ ყიდულობს, ეს უნდა მოხმარდეს საზოგადოებას და მის კეთილდღეობას და მის დაცვას, რადგან ეს არის ჩვენი ფული. 

როცა დაგვჭირდება [ინფორმაცია] ამ ჩანაწერებიდან [სამხრე კამერის] უნდა ვიღებდეთ ინფორმაციას, თუმცა ეს სამწუხაროდ ასე არ არის. ამას იყენებენ მხოლოდ მათი, კონკრეტული მიზნებისთვის. 

ხარჯი რომელსაც ახლა წევენ, გამართლებულია ერთის მხრივ თუ საზოგადოებას გამოადგება. ხოლო გაუმართლებელია, როცა ის საზოგადოებას არ ადგება. ანუ ყიდუბ ისეთ ნივთს, რომელსაც საზოგადოებამ სიმართლის დასამტკიცებლად ვერც ერთხელ ვერ გამოიყენა. მას მხოლოდ სამართალდამცავები იყენებენ საზოგადოების წინააღმდეგ. ამიტომ ეს შესყდვა არარაციონალური და არამოზნობრივია"- აცხადებს დონაძე. 

პროევროპული აქციების მონაწილეები, რომლებიც არაერთხელ დააკავეს, ამბიბენ, რომ პოლიციას სამხრე კამერები მტკიცებულების სახით სასამართლოში არ წარუდგენია. 

მიზეზი მათთვის მარტივია - სამხრე კამერებში არ არის აღბეჭდილი ის, ვითარება რასაც შსს აქციის მონაწილეებს ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით სამხრე კამერებს ყიდულობს, რომლის ღირებულებაც  ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს [575 700 ლარი].

აღსანიშნავია, რომ გელა გელაძის უწყება სამხრე კამერებს გამარტივებული შესყიდვით ყიდულობს.

შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, ერთი სამხრე კამერის ღირებულება 1 919 ლარია.

შსს შესყიდვის აუცილებლობას ორი მიზეზით ხსნის:

  1. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორთა გაზრდილი პირადი შემადგენლობა 
  2. დაზიანებული კამერების ჩანაცვლება.

შპს „ენ ჯი თი ჯგუფი" არის ის კომპანია, რომლისგანაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სამხრე კამერებს ყიდულობს. ეს კომპანია "AXON"-ის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

"საპატრულო პოლიციის მიერ 2018 წლიდან გამოიყენება და დღეის მდგომარეობით გვაქვს 3260 ერთეული კომპანია „AXON“-ის წარმოებული “BODY 2” მოდელის სამკერდე კამერა, ამავე კომპანიის წარმოებული შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ლიცენზია და პროგრამულ უზრუნველყოფა" - წერს შსს შესყიდვების სააგენტო.