შსს სამხრე კამერებს ყიდულობს - ექსპერტები არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელებისთვის დამატებით 300-მდე სამხრე კამერას ყიდულობს.
უწყებაში ირწმუნებიან, რომ ახალი შესყიდვის მიზეზი პოლიციელების რაოდენობის გაზრდაა, ამავდროულად მიუთითებენ, რომ ტექნიკის ნაწილი დაზიანებული და შესაცვლელია.
კორუფციის მკვლევარები კი ფიქრობენ, რომ ახალი შესყიდვები არამიზნობრივი ხარჯია.
კამერებს შსს კომპანია „ენ ჯი თი ჯგუფისგან“ ყიდულობს, ერთი კამერის ღირებულება დაახლოებით 2 000 ლარია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამინისტროებს შორის ყველაზე დიდი ბიუჯეტით სარგებლობს, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება, რადგან ოცნება ძალაუფლების შენარჩუნებას სწორედ საპოლიციო ძალებით ცდილობს.