ტროლები ღარიბაშვილის წინააღმდეგ - "ოცნებაში" ახალ სკანდალზე საუბარი არ სურთ

14.01.26 13:20
ტროლები ღარიბაშვილის წინააღმდეგ - "ოცნებაში" ახალ სკანდალზე საუბარი არ სურთ

 

 

ტროლები ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ - "ოცნებაში" ახალ სკანდალზე საუბარი არ სურთ.

  • "კორუმპირებული ნაძირალა და სამშობლოს მოღალატე" - ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ ასეთი შეფასებებით არის გადაჭრელებული სამთავრობო გვერდები. 
  • “მითების დეტექტორის“ თანახმად, სახელისუფლებო მედია დაპატიმრებული ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებს ტროლის მეშვეობით მიმართავს.

დღეს "პირველების" კითხვის საპასუხოდ, ივანიშვილის გუნდის წევრების ერთადერთი პასუხი იყო, რომ ჭორებზე კომენტარის გაკეთება არ სურთ. 

ჭორიკნობა კითხვაში გადაზარდეთ კონკრეტულ ფაქტებთან მიმართებით, რაღაც უკეთესი მოიგონეთ და შემდეგ გაგცემთ ამაზე პასუხს. შემდეგი კიტხვა...  ჭორიკნობაზე პასუხს ვერ გაგცემთ... ჭორიკნობა გადაზარდეთ რეალობში, ამაზე მე თქვენ პასუხს ვერ გაგცემთ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

  • 13 იანვარს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებმა წინა დღით დაპატიმრებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებისადმი ექიმ ნათია თოფურიას მიმართვა გამოაქვეყნეს.
  • „მითების დეტექტორის“ ინფორმაციით, ნათია თოფურია ( Nati Topuria) სინამდვილეში ტროლია და სახელისუფლებო მედიები მისი სახელით განცხადებებს სრულიად განსხვავებული ფოტოებით აშუქებენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს უნდა  იყოს გამოფხიზლების მიზეზი სხვა "ოცნების" წევრებისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ ასე გამოიყენებს მათ წინააღმდეგაც ტროლ-ბოტებს, რა მომენტშიც კი ამას ჩათვლსი საჭიროდ.