კობახიძე აბუ-დაბიდან: ევროპული ინტეგრაცია ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია, მივყვებით გეგმას
ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, ეს არის კონსტიტუციაში გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, მივყვებით ამ გეგმას, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ ლიდერთა დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემა იყო - შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.
მისი თქმით, საქართველო განუხრელად მიჰყვება ასოცირების შეთანხმების დათქმებს.
„ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, ეს არის კონსტიტუციაში გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, მივყვებით ამ გეგმას, ასოცირების შეთანხმებით, ასოცირების დღის წესრიგით და განუხრელად მივყვებით ასოცირების შეთანხმების დათქმებს. ამ მხრივ გვექნება მდგრადი რეფორმები განხორციელებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ ევროპელებიც ამდაგვარად ფიქრობენ, კობახიძემ ასე უპასუხა:
ვნახოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მათ გადაწყვეტილებაზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული. ჩვენ ბუნებრივად ვეკუთვნით ევროპას, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმუმს, რომ წინ წავიწიოთ და განვავითაროთ ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მმართელობის სისტემის გაუმჯობესების კუთხით. სწორედ ამიტომ ძალიან ოპტიმიტურად ვართ განწყობილი. არსებობს გარკვეული სირთულეები ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში. იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური გარემობების შეცვლის საფუძველზე მოხდება ინტეგრაცია, - თქვა "ოცნების" პრემიერმა.