იურისტი განმარტავს რა ბედი ელის "ოცნების" სარჩელს
"ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი არ იცავს იმ სახელმწიფოს უფლებებს, რომელიც თავად არღვევს ადამიანის უფლებებს" - ასე აფასებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოს" იურისტი, სანდრო ბარამიძე შალვა პაპუაშვილს მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომელითაც გაირკვა, რომ "ოცნებამ" BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა.
რაც შეეხება ივანიშვილის გუნდის მოთხოვნის იმ ნაწილს, სადაც პარტია BBC-ისგან ივანიშვილის შესახებ გავრცელებული ცნობის უარყოფას ითხოვს, ბარამიძე ამბობს: "თუ ივანიშვილს აქვს პერსონალურად პრეტენზია ბბს-ის მიმართ, ივანიშვილმა უნდა მიმართოს BBC-ის და არა სახელმწიფომ":
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი იცავს ადამიანის უფლებებს სახლემწიფოსაგან ამ უფლებების დარღვევის შემთხვევაში. ის არ იცავს თვითონ დამრღვევი სახელმწფოს უფლებებს - იმ სახელმწიფოს უფლებებს, რომელიც თავად არღვევს ადამიანის უფლებებს. ეს მინდა ვუთხრა პაპუაშვილს და "ქართული ოცნების" სხვა შესაბამის მესვეურებს.
პროცედურეული გარკვეული უფლება, რომ წავიდეს ევროპულ სასამართლოში, უბრალოდ "ქართულ სახელმწიფოს არ გააჩნია. თუ ივანიშვილს აქვს პერსონალურად პრეტენზია ბბს-ის მიმართ, ივანიშვილმა უნდა მიმართოს ბბს-ის და არა იმ სახელმწიფომ, რომელ სახელმწიფომ, რომელთანაც ივანიშვილს ოფიციალურად მხოლოდ ის კავშირი აქვს, რომ ამ სახელმწიფოს მოქალაქეა. სხვა რაიმე კავშირის სახელმწიფოსთან ოფიციალური და ფორმალური ამს არ გააჩნია", - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.
"ქართული ოცნება" BBC-ისგან მოითხოვს, უარყოს ინფორმაცია, რომ ერთი წლის წინ აქციებზე, ხალხის დარბევის ბრძანება პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილმა გასცა.
როგორც საგანგებო ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა თქვა, ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს წერილი პარტია "ქართული ოცნების" სახელით გაეგზავნა.
BBC-ისგან პარტია საჯარო ბოდიშს და მასალების აღებას ითხოვს.
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბრიტანეთის კანონმდებლობის გათვალისწინებით, საჩივრით ჯერ უნდა მიმართონ თავად მედიას, თუ მედია არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი მიმართვა.
"ოცნების" ლიდერის თქმითვე, თუ აქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ექნებათ შესაძლებლობა, ბრიტანეთის სასამართლოს და სტრასბურგს მიმართონ.