კობახიძე გამოკითხვაზე დაბარების მოთხოვნაზე დასმულ კითხვას არ პასუხობს
ირაკლი კობახიძე არ პასუხობს კითხვას, მივა თუ არა სასამართლოში ოთხი ოქტომბრის საქმეზე გამოსაკითხად, როგორც ამას 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები ითხოვენ.
მსოფლიო ბანის, პატიმრობაში მყოფი პაატა ბურჭულაძის მოთხოვნის შესახებ "პირველებმა" "ქართული ოცნების" პრემიერს კითხვა არაერთხელ დაუსვა, თუმცა მან პასუხის გაცემა არ ისურვა.
რაც შეეხება პარტიის ლიდერების "ოცნებაში" ამბობენ, რომ პაატა ბურჭულაძის მოთხოვნა, გამოიკითხოს კობახიძე, ფანტასტიკის ჟანრს სცილდება.
სამარცხვინბო ფანტაზიორობა, რასაც ჩვენ გარედან მხარდაჭერილი და მართული ადამიანები დღეს გვიყვებიან. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რამდენად დაბალი წარმოდგენის არიან ქართველ ხალხზე, ის ძალები, ვინც მათ გარედან მართავს. მათ რომ ჰგონიათ, რომ საქართველოს სახელმწიფო არის სუსტი და მათი შეძახილებით მოხდება ხელისუფლების დამხობა, ეს ასე არ არის და ეს არის როგორც ჩანს მათთვის სურპრიზი"- თქვა შალვა პაპუაშვილმა.
დღეს სასამართლო სხდომაზე სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა მსოფლიო ბანმა თქვა, რომ კობახიძემ უნდა გასცეს პასუხი, რას გულისხმობდა, როცა ოთხი ოქტომბრის მონაწილეებს "სიურპირზები დაუანონსა".
- ცნობისთვის, "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 3 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე, სადაც 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებსა და პარალელურად დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა, თქვა: "ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახვდება დიდი სიურპრიზი", შესაბამისად გაჩნდა კითხვა რა ინფორმაციას ფლობდა კობახიძე.