მარტივი არ იქნება - კარლ ჰარცელი მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე

26.03.21 13:54
მარტივი არ იქნება - კარლ ჰარცელი მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე

მარტივი არ იქნება, - ასე აფასებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პოლიტიკურ ოპონენტებს შორის მოლაპარაკაბების მეორე რაუნდს. კარლ ჰარცელი ამბობს, რომ შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ მხარეებს ქვეყანაში შექნილი პოლიტიკური კრიზისის დასრულების გულწრფელი სურვილი ექნებათ. მისი თქმით, პირველი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეების პოზიციების დაახლოება რთული იქნება, თუმცა მედიატორის მისია სწორედ ეს არის. 

საიდუმლო არ არის, თუ ვიტყვით, რომ მედიაციის პირველი რაუნდი იყო იმედგაცრუება იმ თვალსაზრისით, რომ ვერ იყო მიღწეული შეთანხმება, რასაც ევროკავშირის მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოსთვის, რათა ქვეყანამ წინსვლა გააგრძელოს. დანიელსონი ჩამოვა, რომ ნახოს ჯერ კიდევ არის თუ არა მხარეებს შორის საერთო პოზიციის გამონახვის შესაძლებლობა. ახლა აქტიურად ფიქრის დროა ყველა მხარის საწყის პოზიციასთან დაკავშირებით არის თუ არა შესაძლებელი ფართო შეთანხმების ნაწილად ყოფნა. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ არის ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დასხდომის დრო. ვფიქრობ, არის შეთანხმების რეალური შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში, თუ ყველა მხარეს ექნება გულწრფელი სურვილი გადადგან საჭირო ნაბიჯები ყველა მხარისთვის მისაღები შედეგისკენ, - ამბობს ჰარცელი.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება. ტვ პირველის ინფორმაციით. ის ქვეყანაში 27 მარტს ჩამოვა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტიკურ ოპონენტებს მოლაპარაკების მაგიდასთან კიდევ ერთხელ დასვამს.