"ოცნების" ყოველი მეორე დეპუტატი თან პარლამენტში ზის და თან ბიზნესი აქვს - რა აჩვენა კვლევამ?
"ქართული ოცნების" ყოველი მეორე დეპუტატი თან პარლამენტში ზის და თან ბიზნესი აქვს. "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" შეისწავლა, ვის რა ინტერესები გააჩნია. დადგინდა - 87-დან 41 დეპუტატს ბიზნესთან კავშირი აქვს. გამორჩეულია 7 კომპანია, სადაც დეპუტატები წილს ფლობენ და მილიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისდით. საუბარია დიდ ფულზე, ჯამში 465 მილიონ ლარზე.
ლიდერი დეპუტატი გია ჭყონიაა, შემდეგ მოდიან ზაალ დუგლაძის და ბეჟან წაქაძის კომპანიები.
ოცნების დეპუტატების ამ წლების განმავლობში ფული მხოლოდ სახელმწიფო ტენდერებიდან არ მისდით, მრავალთვიანი შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ისინი მილიონებს პირდაპირი შესყიდვებებიდანაც იღებენ. ოლიგარქის პარტიის წევრებთან დაკავშირებულმა 13-მა კომპანია 7 მლნ-ზე მეტი მიიღო. სიაში არიან ძირითადად მდუმარე და მილიონერი დეპუტატები. მათი პოვნა პარლამენტში ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში თითქმის შეუძლებელია, ჩნდებიან მხოლოდ სხდომებზე, როცა წითელ ან მწვანე ღილაკს უნდა დააჭირონ. ამიტომ ოცნების სხვა დეპუტატებს ვკითხეთ, როგორ მდიდრდებიან ბიზნესიდან პოლიტიკაში წასულები?
შესაძლოა ბიზნესწილები ფორმალურად დეპუტატებს მართლაც გადაფორმებული აქვთ, როგორც ამას კანონი ითხოვს, მაგრამ ბიზნესინტერესები არსად წასულა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" ფიქრობენ, რომ ბიზნესმენები საკუთარ კომპანიებს ისევ მართავენ, კარგად აწყობილი სქემა მუშაობს, სადაც დეპუტატის მანდატი ბიზნესის ლობირების და კიდევ უფრო გამდიდრების საშუალებაა.
არიან ისეთი დეპუტატები, ისაც 20-21 კომპანიაში აქვს ბიზნეს წილი. დეკლარაციების მიხედვით მხოლოდ ანტონ ობოლაშვილმა და შოთა ბერეკაშვილმა ლამის 5 მლნ შემოსავალი მიიღეს, გია ჭყონიამ 4 მლნ ზე მეტი, ზაალ დუგლაძემ მილიონ ნახევარი. ეს სია გრძელია. ბიზნესიდან პოლიტიკაში მიდიან, ბიზნესიდან დიდ შემოსავალს ისევ იღებენ, ნაწილი კი მილიონებიდან პარტიაში მიდის.
ოცნების მოქმედ დეპუტატებს ივანიშვილის პარტიისთვის 2 მლნ 600 ათასი ლარი აქვთ შეწირული.