"ბათუმი კრიმინალების თავშესაფარი გახდა" - პირველი შეფასებები
ნარკოსკანდალის ფიგურანტი საქართველოში - გუშინ გამოქვეყნებული სკანდალური ჟურნასლისტური გამოძიების შემდეგ, დილიდან ბათუმში პოლიტიკური შეფასებები კეთდება.
საუბარია ბათუმში „მსხვილ ინვესტორად“ წარდგენილი თომას შუ-ზე, [სინამდვილეში ტაივანელი მინგ ჩინ ჰსუაზე] რომელიც მედიის ცნობით, საკუთარ ქვეყანაში ნარკოდანაშაულისთვის იძებნება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, კახა მიქელაძე ბათუმის „დინამოს“ დასპონსორების ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ გუნდის რეპუტაციას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.
-
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ შუს საქმიანობა უკავშირდება „Lixin Group“-ს, რომელიც ბათუმის „დინამოს“ ასპონსორებდა.
პოლიტიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ განოსაკვლევია, შესაძლო დანაშაულებრივი სქემებიც:
მეტი ყურადღება იყო საჭირო იმისთვის, რომ იმ სახელს რასაც "ბათუმის დინამო" ატარებს, არ დაკავშირებოდა საერთაშორისო კრიმინალში მხილებული პერსონის სახელი და გვარი. ამ შემთსხვევაში გამოვრიცხავ, დინამოს იმჟამინდელი ხელმძღვანელობისა და მონაწილეობას ან კვალს. პირდაპირ ვამბობ - ეს ხელისუფლების მედიაციის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. მინიმუმ დაუდვრობასა და უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე, ხოლო თუ უფრო მეტს მოვიკვლევთ ამ ფაქტის შესახებ, შესაძლოა, დანაშაულებრივი სქემებიც გამოიკვეთოს"- აცხადებს კახა მიქელაძე.
"ბათუმი კრიმინალების თავშესაფარი გახდა" - ამ შეფასების ავტორი კი "ლელოს" წევრი, ვაჟა დარჩიაა.
მისი თქმით, ასეთ ადამიანებს "ქართული ოცნება" სასათბურე პირობებს უქმნის:
სამწუხაროდ, საქართველო და განსაკუთრებით ბათუმი იმ ბიზნესმენების თავშესაფარი გახდა, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში არიან ძებნილები. კაცმა არ იცის, საიდან მოდიოდა ეს ფული. ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ მან დაამყარა კომუნიკაცია მსგავსი ბიოგრაფიის ადამიანთან გალიფ ოზთურქთან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ბათუმში მორიგი დეველოპერული პროექტი განახორციელონ. გამომდინარე იქიდან, რომ ბატონი ოზთურქი და ბატონი შუც არიან ძებნილები საკუთარ ქვეყანაში, აქვთ საკმაოდ მძიმე ბიოგრაფია, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, ამ დეველოპერული პროექტის ბედი. ჩვენ ვხედავთ, რომ საქარველოში შემოდიან ბიზნესმენები, რომლებიც ტრანსნაციონალურ ვდანაშაულებში არიან ჩართულნი, არიან ჩართულნი ნარკოდანაშაულში, მიუხედავად ამისა, "ქართული ოცნება" მათ სათათბურე პირობებს სთავაზობს, რაც მეტყველებს იმაზე, რა ბიზნესგარემოა დღეს საქართველოში"- აცხადებს "ლელოს" წევრი, ვაჟა დარჩია.
საქართველოში სისხლის სამართლის მინგ ჩინ ჰსუას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის აუცილებლობაზე საუბრობს "ახლების" გუნდის წევრი, თუმცა ლევან გორგილაძე იქვე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში" ამის მოლოდინი არ აქვს.
ჩვენ რომ გვყავდეს ნორმალური ხელისუფლება სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას ამ ადამიანზე, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ე.წ. ხელისუფლება გვყავს"- აცხადებს ლევან გორგილაძე.
საქართველო კიდევ ერთი საერთაშორისო სკანდალის შუაგულშია. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კამბოჯელი "ქველმოქმედი", რომელიც
მსხვილ უცხოელ ინვესტორად და "ბათუმი დინამოს" სპონსორად გაგვაცნეს, სინამდვილეში სინამდვილეში ტაივანელი ნარკომოვაჭრე აღმოჩნდა.