საბა ბუაძის თხოვნა ივანიშვილ-კობახიძეს: სანამ კალაძეს დაიჭერთ, ჩემთან დებატებში გამოუშვით

22.01.26 16:24
საბა ბუაძის თხოვნა ივანიშვილ-კობახიძეს: სანამ კალაძეს დაიჭერთ, ჩემთან დებატებში გამოუშვით

 

საბა ბუაძე კახა კალაძესთან დებატებისთვის მზაობას გამოთქვამს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს და "ოცნების" სხვ წევრებს "ტვ პირველის" პირდაპირი ეთერით მიმართავს და მათ სთხოვს, სანამ თბილსის მერს "დაიჭერენ", მასთან დებატებისთვის "გაუშვან". 

პოლიტიკური დებატების დაბრუნების შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, ბუაძე ამბობს, რომ აღნიშნული დებატები "ოცნებისთვის" წამგებიანი იქნება. 

ამ ხალხს არ შუეძლია საქმიანი, ცივილიზებულ დებატებში მონაწილეობა, ერთადერთი მიზეზის გამო, ამ 13 წლის განმავლობაში ქართველი ხალხის წინაშე იმდენი დანაშუალი აქვთ ჩადენილი, იმდენი რაღაც აქვთ გაფუჭებული, იმდენად არ აქვთ სათქმელი, რომ ნებისმიერ ვითარებაში დებატებში მათი მონაწილეობა წამგებიანი იქნება მათთვის.  წამგებიანი იქნება ყველა მიმართულებით, რაც ხალხს აწუხებს - ეკონომიკა, სოციალური პოლიტიკა, კორუფცია.

ერთი თხოვნა ამქვს ამ დებატებთან მიმართებაში კობახიძესთანაც, ივანიშვილთანაც და სხვებთანაც, რომ თუ იქნება ამისი საშუალება, კახა კალაძე გამოუშვან დებატებში იქამდე სანამ მას დაიჭერენ და სანამ ღარიბაშვილის ბედს გააზიარებენ. მზად ვარ, რომ დაჭერამდე კახა კალაძესთან მქონდეს დებატები. ჩემი მოლოდინია კი ეს, რომ დაიჭერენ კალაძეს.

მე ვარ მზად, რომ საზოგადოებსი გადაუწყვეტავ ნაწილს ვაჩვენოთ, რა დონის დანაშაულებრივ ძალასთან გვაქვს საქმე, რომელმაც ქვეყანაში შექმნა ვითარება, რომელმაც საქართველო რეგიონში ამოაგდო რეგიონში თავისი ბუნებრივი, ღმერთისგან ბოძებული ფუნქციისგან", - ამბობს ბუაძე. 

ირაკლი კობახიძე პოლიტიკური დებატების დაბრუნებას აანონსებს - "ოცნების" პრემიერმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია, რომ საზოგადოებამ  ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია მოისმინოს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. 

  • ცნობისთვის, "ოცნებას" ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი, ამიტომ საინტერესოა, ვისთან დებატებზე საუბრობს ივანიშვილის გუნდის პრემიერი.