დებატების წინ "ოცნება" ადგილსაც თავად შეარჩევს და მოპასუხესაც
დებატების წინ "ოცნება" ადგილსაც თავად შეარჩევს და მოპასუხესაც - როგორც დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რიგ მედია სივრცეში მისვლას ისინი არ აპირებენ.
"დაველოდებით ობიექტური მედია საშუალებების მიერ შემოთავაზებულ პლატფორმას" - განაცხადა მათიკაშვილმა.
ამ მოცემულობაში მნიშვნელოვანია დაიძლიოს პრობლემა, რომელიც თავის დროზე სწორედ "დიფ სთეითის" ჩარევით მოხდა. არის მცდელობა, რომ მედია სივრციდან პრაქტიკულად გააქრონ დებატები. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ეხება სწორედ ამ მოცემულობას, მაგრამ იმ სივრცეში, სადაც არის ლანძღვა-გინება, სადაც არის შეურაცხყოფა, ეს არის რადიკალიზმის წამხალისებელი და პროპაგანდისტული მედიები, გვარამიას, მელიას მიერ შექმნილი სივრცეები და ა.შ. ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს. იქ პრაქტიკულად შეუძლებელია ადამიანმა იდებატოს და საკუთარი აზრი დააფიქსიროს. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით ობიექტური მედია საშუალებების მიერ შემოთავაზებულ პლატფორმას და სწორედ ამ პლატფორმებზე ბუნებრივია მოხდება იმ ინიციატივების განხორციელება, რომელიც პრემიერმა განაცხადა", - ამბობს დავით მათიკაშვილი.
ირაკლი კობახიძე პოლიტიკური დებატების დაბრუნებას აანონსებს - "ოცნების" პრემიერმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია, რომ საზოგადოებამ ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია მოისმინოს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.
- ცნობისთვის, "ოცნებას" ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი, ამიტომ საინტერესოა, ვისთან დებატებზე საუბრობს ივანიშვილის გუნდის პრემიერი.