როგორ პასუხობს გაერთიანების იდეას ოპოზიცია - მხარეთა პოზიციები

22.01.26 17:54
როგორ პასუხობს გაერთიანების იდეას ოპოზიცია - მხარეთა პოზიციები

როგორ პასუხობს გაერთიანების იდეას ოპოზიცია? - მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს სასამართლოზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობენ მესამე პრეზიდენტის პარტიაში, ასევე სსხვადასხვა ოპოზიციურ გაერთიანებებშიც, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ერთი ქოლგის ქვეშ პარტიულ გაერთიანებას არ ეთანხმებიან. ასეთია "ლელო- ძლიერი საქართველო".

ჩვენ არაერთხელ გამოგვითქვამს სურვილი იმისა, რომ შექმნილიყო საერთო სახალხო პარლამენტი, მათ შორის შეგვექმნა საერთო პოლიტიკური დღის წესრიგი და ერთად გვებრძოლა არჩევნებში, ამიტომ ჩვენ კოორდინაციის და კოალიციის სხვადასხვა ფორმატის მიმართ ყოველთვის ვიყავით ღია და კვლავაც ვინარჩნებთ ამ ღიაობას, რაც შეეხება პარტიულ გაერთიანებას საერთო ქოლგის ქვეშ, ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო პოლიტიკური იდეა და არ არის ის, რასაც ჩვენ რაიმე ფორმით განვიხილავთ", - აცხადებს გრიგოლ გეგელია. 

ერთიანობა და ერთიანი სტრატეგია რომ აუცილებელია ივანიშვილის და მისი გინდის დასამარცხებლად, ამაზე საუბრობენ კოალიცია "ცვლილებებში".

დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში მოვახერხებთ შეჯერებას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სტრატეგიასა და პრინციპებზე, რომელიც მოგვიტანს ხელშესახებ შედეგებს. ეს არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველამ ერთად შეჯერებული პოზიციებითა და პრინციპებით, ერთობლივად უნდა შევძლოთ ივანიშვილის  რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და არ მოვკლათ ის შანსი, რაც გვაქვს ყველას ერთად დღეს", - აცხადებს გიორგი კირთაძე. 

საბა ბუაძის თქმით, ჯერ ლოგიკური იქნება, რომ გაერთიანება "ნაციონალური მოძრაობის" და კოალიცია "ცვლილებისთვის" შეერტებით დაიწყოს.

როდესაც გაერთიანებაზე მიდის საუბარი, ლოგიკური იქნება, რომ ჯერ გაერთიანდეს ის ხალხი, რომლებიც ოდესღაც ერთ პარტიას წარმოადგენდა. ამ კუთხით, 4 და 5 ნომრების გაერთიანება უნდა იყოს ის ნაბიჯი, რომელსაც საზოგადოება იქამდე დაინახავს, სანამ ჩვენ სხვა ტიპის სუბიექტების გაერთიანებაზე ვილაპარაკებთ, რადგან პასუხისმგებლობა მას უფრო მეტი აქვს გაერთიანების, ვინც ოდესღაც ერთ გუნდს წარმოადგენდა" - აცხადებს საბა ბუაძე 

ერთ პარტიად გაერთიანებაში გამოსავალს ვერ ხედავს ჩელე ყურუა, რომელიც ადრე კოალციია "ცვლილებებს" წარმოადგენდა. 

არ მგონია, რომ ერთ პარტიაში გაერთიანება გამოსავლის გზაა, ამაში რომც დავრწმუნდე და რომც მეგონოს, რომ ჩვენ თუ ახლა ერთ პარტიად გავერთიანდებით ეს უფრო დიდ ძალას შექმნის, უბრალოდ, სიტუაციიდან და კონტექსტიდან გამომდინარე, იმ წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე, რომელიც მაქვს პოლიტიკაში მოღვაწეობის და ამ ხალხთან ურთიერთობის შემდეგ, ფიზიკურად შეუძლებელი მგონია - ამბობს ბორის ჩელე ყურუა. 

დღეს აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაკეთდა გიორგი გახარიას პარტიაშიც. 

არ არის პირველი შემთხვევა, სამწუხაროდ, როდესაც სააკაშვილის განცხადებები ერთი-ერთში ემთხვევა “ოცნების“ ინტერესებს და ამოცანებს. პირველ რიგში, “ოცნებაა“ დაინტერესებული იმაში, რომ ოპოზიცია “ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ იყოს გაერთიანებული, რადგან ის ეფექტურად სარგებლობს ორპოლუსიანობით, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკურ ველზე არის ერთის მხრივ “ოცნება“, და მეორეს მხრივ არის “ნაციონალური მოძრაობა“ და მის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები - აცხადებს გიორგი შარაშიძე.