პოლიტიკური ერთობა, შანსი "ოცნების" დასამარცხებლად - როგორ პასუხობს ოპოზიცია სააკაშვილის ინიციატივას

22.01.26 20:12
პოლიტიკური ერთობა, შანსი "ოცნების" დასამარცხებლად - როგორ პასუხობს ოპოზიცია სააკაშვილის ინიციატივას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ივანიშვილის ხელისუფლების დასრულების წინაპირობად პოლიტიკურ ერთობას ასახელებს. სამ წლიანი პაუზის  შემდეგ მიხეილ სააკაშვილის დღეს საქალაქო სასამართლოში პროცესს დაესწრო და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ისაუბრა. ყოფილ მთავარსარდალს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ქვეყანას მაფიოზური სისტემა მართავს, ამიტომ მოქმედებაზე ერთიან ოპოზიცია უნდა გადავიდეს. 

ნიშნავს თუ არა სააკაშივლის ეს განცახადება, რომ მესამე პრეზიდენტის დაფუძნებული პარტია, მისივე გავლებულ წითელ ხაზებზე უარს იტყვის, ანუ იქნება ოპოზიციური ერთობა წინაპირობების გარეშე? - ნაცმოძრაობაში ამბობენ, რომ ყველა პროდასავლური ძალის ლიდერი ახლა ერთ მაგიდასთან უნდა დასხდეს და უარი თქვან პარტიის ამბიციებზე, ვინ ვისზე უკეთესია და ვინ ვის ჯობია. 

ოპოზიციას ახლა სულ  სხვა რეალობა აქვს! ვიდრე ერთი წლის წინ, როდესაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პარტიების გაერთიანება დაუძლევენ პრობლემად იქცა! ლიდერების ნაწილი ციხეშია, გახარია ემიგრაციაში, ნაწილი კი მრავალწინაი პატიმრეობა ემუქრება, ამიტომ ახლა ყველა თანხმდება რომ ახალ რეალობას ახალი მიდგომა სჭირდება, თუმცა იქნება თუ არა ეს ერთიანობა მკაფიო პასუხი არ არსებობს! 

როგორ პასუხობს გაერთიანების იდეას ოპოზიცია - დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.