სუს-ი მარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში

22.01.26 20:02
სუს-ი მარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში

ფასების კომისიის სხდომიდან 24 საათში სუსი და ფინანსური პოლიცია ქსელურ მარკეტებსა და სადისტრობუციო კომპანიებში შევიდა. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლები მოსამართლის განჩინებით კომპანიებში დილიდან გამოჩნდნენ - ითხოვენ ბაზებზე წვდომას და ფინანსურ დოკუმენტებს იმის გასარკვევად, რატომ ძვირდება პროდუქტი.

სუს-ი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს. განჩინების მიღებას მიმართვა და პასუხი სჭირდება, რაც აჩენს გონოვრულ ვარაუდს, რომ გუშინ როდესაც კობახიძე ბიზნესს თანამშრომლობაზე კონსტურქუციული ტონით ელაპარკებოდა და გვერდით მდინარაძე ეჯდა, უკვე იცოდნენ, რომ შეხვედრას საგამოძიებო მოქმედებები მოჰყვებდა.

სუსი დილიდან ჯამში შევიდა 15 მსხვილ ქსელურ მაღაზიაში - მათ შორის ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰოლდინგში რომელიც "სპარს" "მაგნიტს" "გვირილას" "იოლს" და "კალათას" აერთიანებს.

ქსელური მაღაზიების გარდა, გამომძიებლები შევიდნენ სადისტრიბუციო კომპანიებშიც - დილიდან ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ყველაზე მსხვილ სადისტრიბუციო კომპანია "დაფნაში".

დეტალები ნახეთ, ნინო ღევდაშვილის რეპორტაჟში.