ხუთწლიანი პაუზის შემდეგ "ოცნება" პოლიტიკური დებატების განახლებას ითხოვს
2021 წლის 15 ივლისი - ამ დღიდან თითქმის 5 წლის შემდეგ ქართული ოცნება შეცდომებს აღიარებს: ბოიკოტი უკან მიაქვს და მედიაში დებატებს ითხოვს. ინიციატორი ირაკლი კობახიძეა. პარტია, რომელიც განსხვავებულ აზრს მთელი ძალებით ებრძვის, ახლა ირწმუნება, რომ დისკუსია დემოკრატიული პროცესისთვის აუცილებელია. კობახიძემ დაწერა, რომ მათ დიფ სთეითის მიერ გამქრალი დისკუსიის აღდგენა უნდათ.
გაჩნდა კითხვა, რა სურს "ქართულ ოცნებას" - დისკუსია ოპონენტებთან კრიტიკულ არხებში თუ დისკუსია ოპონენტებთან სამთავრობო მედიაში. როგორც ჩანს, ხელისუფლება დებატებს არა თუ მთლიანად გახსნის, არამედ გააკონტროლებს. დავით მათიკაშვილი გვეუბნება, რომ თავად გადაწყვეტენ ვის ედებატონ და რომელ მედიას დათანხმდნენ. დეპუტატს რომ დავუჯეროთ, განსხვავებული აზრი ქვეყანაში დიფ სთეითმა გააქრო.
არადა ქართულმა ოცნებამ მიიღო კანონები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, აკრედიტაციები შეუჩერა ჟურნალისტებს კრიტიკული კითხვების დასმის გამო, პარტიული ოფისები დაარქვა მედიასაშუალებებს. რეპრესიული კანონები მიიღო განსხვავებული აზრის პოლიტიკოსების და დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამიტომ ოპოზიციაში კობახიძის გულწრფელობის არავის სჯერა. თუმცა დებატზე უარი არცერთ პარტიაში უთქვამთ. პირველი ვინც პრემიერს გამოეხმაურა ზურა ჯაფარიძე იყო. ციხიდან ახლადგამოსული ოპოზიციონერი ლიდერი პირადად კობახიძესთან დებატებს ითხოვს.
კიდევ ვინ თანხმდება "ოცნებასთან" დებატებს - ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.