სასახლის ღობის საქმე - სასამართლო სხდომის დეტალები

22.01.26 21:22
სასახლის ღობის საქმე - სასამართლო სხდომის დეტალები

სასახლის ღობის საქმეზე დაპატიმრებული პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ისევ ციხეში დააბრუნეს. დღევანდელ სხდომაზე სიტყვით ისარგებლებს ბრალდებულმა პოლიტიკოსებმა. ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა განსასჯელის სკამიდან უხნსიდნენ პროკურორებს, რატომ არის ბრალდება დაუსაბუთებელი.

წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის დროს სხდომათა დარბაზში ვითარება დაიძაბა. პროკურორებმა პოლიტიკოსების სატელევიზო განცხადებებიდან ისეთი ციტატები ამოიკითხეს სადაც ე.წ-ლი მშვიდობიანი დამხობაც კი არ არის ნახსენები. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებდა, რომ ეს განცხადებები აჩვენებს, რამდენად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ ბრალდებულებს ოცნების ხელისუფლების მიმართ - რაც წესით გამომძიებლებისთვის გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო.

სასახლის ღობის საქმეზე დღეს გამოიკვლიეს ვიდეო მტკიცებულეებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებულ კადრებს - პროკურორი საკუთარი ინტერპრეტაციით აკომენტარებდა. კადრებში სადაც არ ჩანდა ერთ-ერთი ბრალდებული, ირაკლი ჩხვირკია როგორ ძალადობს პოლიციელებზე - ბრალდების წარმომადგენელი განსასჯელის სკამზე მყოფი პოლიტიკოსის საწინააღმდეგოდ ასაღებდა.

4 ოქტომბრის საქმეზე დაიკითხა ორი მოწმე. ჰაბიდოსკოპი ექსპერტები, რომლებმაც კვლევები იმ პოლიტკოსების ამოსაცნობად ჩაატარეს ვისაც არც სახე დაუმალავს და არც დიდი შეკრების მონაწილეობას უარყოფდა.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პატიმრობაში გაშვების შემდეგ ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას საქმე გახსნა. სატელევიზიო განცხადების გამო დაკავებული ხაბეიშვილი პროცესზე პროტესტის ნიშნად არ მივიდა. მისი გზავნილი დღეს სხდომათა დარბაზში ადვოკატმა გაახმოვანა. პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა მურთაზ ზოდელავამაც. 

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.