დღეს რასაც “ოცნების“ რეჟიმი გვთავაზობს, თავიდან ბოლომდე სიყალბეა - ბერდია სიჭინავა

22.01.26 21:26
დღეს რასაც “ოცნების“ რეჟიმი გვთავაზობს, თავიდან ბოლომდე სიყალბეა - ბერდია სიჭინავა

დღეს რასაც “ოცნების“ რეჟიმი გვთავაზობს, თავიდან ბოლომდე არის სიყალბე, მათ შორის ეს სიყალბის ელემენტებიც უნდათ შემოიტანონ, თითქოს რაღაც დებატები არსებობს ქვეყანაში, - ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ყველა ხვდება და თანხმდება რომ ტყუილში ცხოვრობს, ოპოზიციის ნაწილიც და საზოგადოების ნაწილიც.

სიჭინავას მიიჩნევს, რომ ტყუილში ცხოვრებიდან გამოსავალი მხოლოდ ასეთ ცხოვრებაზე უარის თქმაა.

დღეს ყველა ხვდება და თანხმდება რომ ტყუილში ვცხოვრობთ, ოპოზიციის ნაწილიც და საზოგადოების ნაწილიც. არ არსებობს, სანამ ადამიანები ტყუილში ცხოვრებაზე უარს არ იტყვიან, ყველამ იცის, რომ ფარსია თითქოს ფასებია პრობლემა, ან კორუფცია აწუხებს ივანიშვილს და ღარიბაშვილს და ლილუაშვილს ამისთვის სჯის, ეს ყველაფერი ფარსია. სანამ ჩვენ კოლექტიურად არ გადავწყვეტთ, რომ ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ, მანამდე არაფერი გვეშველება... [] თუ რეალურად გახსნილი დებატები იქნება, ნებისმიერი სივრცე, ნებისმიერი დისკუსიის ფორმატი ამისთვის უნდა იყოს გამოყენებული, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ისე არ უნდა იქნეს გამოყენებული, რომ ფასადურად შეიქმნას, თითქოს, ქვეყანაში დემოკრატია არსებობს, დისკუსიის სივრცე არსებობს, ადამიანები თავიანთ ნებას გამოხატავენ. როგორ შეიძლება კობახიძის სიტყვის დავიჯეროთ, როცა საკუთარი სიტყვის და აზრის გამოხატვისთვის ადამიანებს ტრიტუარებზე არ აჩერებენ,- განაცხადა სიჭინავამ.

მისივე თქმით, დღეს  ხელისულებაში არის ძალა, რომელმაც მოახერხა და ქვეყანაში მეგობარი არ დაიტოვა.

ისტორიაში პირველად მოახერხა “ოცნებამ“ და სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვა,- ამბობს ის.

ირაკლი კობახიძე პოლიტიკური დებატების დაბრუნებას აანონსებს - "ოცნების" პრემიერმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია, რომ საზოგადოებამ  ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია მოისმინოს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. 

  • ცნობისთვის, "ოცნებას" ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი, ამიტომ საინტერესოა, ვისთან დებატებზე საუბრობს ივანიშვილის გუნდის პრემიერი.