გიორგი ვაშაძე საპატიმროს დღეს დატოვებს

23.01.26 10:06
გიორგი ვაშაძე საპატიმროს დღეს დატოვებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საპატიმროს დღეს დატოვებს - მას 7-თვიანი სასჯელი ამოეწურა. პოლიტიკოსის გამოსვლას რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და მეგობრები ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ წულუკიანის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ვაშაძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.