გიორგი ვაშაძის პირველი კომენტარი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ

23.01.26 11:07
გიორგი ვაშაძის პირველი კომენტარი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ

 

 

გიორგი ვაშაძის პირველი კომენტარი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს რომ გამარჯვების რწმენა იმდენად დიდია, რომ ამ გამარჯვების ჟინით ციხეში არცერთი დღე არ გაჭირვებია.

პოლიტიკოსმა თქვა, რომ ციხეში ყველაზე მეტად ცოლი და შვილები ენატრებოდა. ვაშაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მას ციხეში წერილებს უგზავნიდა, ასევე დიდი პატივისცემა გამოხატა სინდისის პატიმრების და იმ დედების მიმართ, რომლებიც გარეთ იბრძიან მათი შვილების თავისუფლებისთვის. 

ძალიან შემართებით ავრ, ოპტიმისტურად ძალიან განწყობილი. მინდა მივესალმო საქართველოს, დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებალდ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ განვითარებულ ქვეყანაში, რომელიც არის ევროკავშირის წევრი, ისეთ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, სადაც ადამიანებს არ დაიჭერენ განსხვავევბული აზრის გამო. 7 თვე რთული იყო, განსაკუთრებით შვილებს, ცოლს, ოჯახს როცა შორდები, მაგრამ რწმენა, რომ გავიმარჯვებთ იმდენად დიდია, რომ არცერთი დღე არ გამჭირვებია ნამდვილად. მინდა მადლობით დავიწყო, მადლობა მათ ვისგანაც ბევრ წერილებს ვიღებდი, განსაკუთრებული მადლობა ემიგრანტებს, რომელთაგან ბევრ წერილს ვიღებდი. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო სინდისის პატიმრების, რეჟიმის ყველა პატიმრის მიმართ. ის საოცარი სიმტკიცე , თავისუფლება რომელსაც ციხიდან ასხივებენ ყველას გვაძლიერებს. დიდი მადლობა მშობლებს, დდდებს, საოცარი ბრძოლის ჟინი მოდის მათგან. ყოველდღე ტელევიზორს რომ ვუყურებდი და ვხედავდი, ეს მაძიერებდა", - ამბობს გიორგი ვაშაძე.