ტერორი საქართველოში, რეპრესიები მოქმედებაშია - ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

23.01.26 14:24
ტერორი საქართველოში, რეპრესიები მოქმედებაშია - ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება. 

„ტერორი საქართველოში - დღეს სამი მოქალაქე მხოლოდ იმისთვის დააპატიმრეს, რომ ტროტუარზე იდგნენ, - სახელმწიფო რეპრესიები მოქმედებაშია. არანაირი დანაშაული. არანაირი მტკიცებულება. მხოლოდ ხელში ჩაგდებული სასამართლო სისტემა, რომელიც პოლიტიკურ ტერორს ახორციელებს. სახელმწიფო რეპრესიები მოქმედებაშია“, - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, დილიდან ხალხს პატიმრობაში დილიდან ერთმანეთის მოყოლებით ტროტუარზე დგომის გამო უშვებენ. 4-4 დღიან პატიმრობაში გაუშვა მოსამართლე დავით მაკარიძემ სამოქალაქო აქტივისტები, სანდრო მეგრელიშვილი და დიმიტრი ჯამბურია.  ხოლო 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა ლუკა ნაგლიაშვილს.

ასევე მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა მიხეილ ზაქარეიშვილი.

ტროტუარზე დგომის გამო გასამართლების მოლოდინში არიან ასევე სხვა აქტივისტებიც.