საიას სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში - რას ამტკიცებს "ოცნება"
საიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული მედია ამტკიცებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, დროებითი ღონისძიების სახით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ.
სტრასბურგის სასამართლოში შესულია 11 ფიზიკური პირის და 1 არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივარი. საჩივრებიდან დგინდება, რომ მათ ნაწილს ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს მოუთხოვიათ ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით მომხდარიყო არჩევნების შედეგების შეჩერება, რაც ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
მომჩივნების ნაწილი დავობს, თითქოს ადგილი ჰქონდა ხმის უფლების ფარულობის დარღვევას, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, მიიჩნევს, რომ მათი უფლებები დაირღა, რადგან არ მოხდა უფრო მეტი საარჩევნო უბნის გახსნა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
თვითონ ევროპული სასამართლოს კითხვებს რაც შეეხება, ევროპული სასამართლო, სხვათაშორის, დაინტერესდა, რამდენად არსებობს რაიმე მტკიცებულება ხმის უფლების ფარულობის დარღევასთან დაკავშირებით, - ამბობენ "ოცნებაში".
საიაში განმარტავენ, რომ გავრცელებული ინტერპრეტაცია არასწორია და სასამართლოსთვის წარდგენილ საჩივარში საუბარია არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შეფასებასა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში საკითხების განხილვაზე, ხოლო დროებითი ღონისძიების მოთხოვნა არჩევნების შედეგების გაუქმებას არ გულისხმობს.
ამ ფონზე, საიას თავმჯდომარე თამარ ონიანი განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოში განსახილველი საქმე პრეცედენტულია და შეეხება 2263 საარჩევნო უბანზე ჩატარებული კენჭისყრის ორგანიზებასა და იმ ხარვეზებს, რომლებმაც, მომჩივნების შეფასებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაარღვია.
საქართველოს ნაწილში ეს საქმე არის პრეცედენტული, იმიტომ, რომ ეს ეხება მთლიანად 2263 უბანზე ჩატარებული არჩევნების პროესის ორგანიზებას და ხარვეზებს, რომლებმაც მომჩივნების შეხედულებით და მტკიცებით, დაარღვია ევროკონვენცია. ევროსასამართლოს მითითება, რომ საქმეს შეიძლება, მნიშვნელოვანი ზეგავლენის საქმის სტატუსი მიანიჭოს, გულისხმობს იმას, რომ სასამართლო ამ საქმეს ხედავს როგორც პრიორიტეტულ საქმეს და აავდროულად, ამს აქმეს ხედავს როგორც ისეთ შინაარსობრივ საქმეს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მას ასევე დააზუსტოსკონვენციური სტანდარტები საარჩევნო უფლებასთან დაკავშირებით, - ამბობს თამარ ონიანი.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების განხილვა დაიწყო. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე საიას ხელმძღვანელმა ისაუბრა.